ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
28 ნოემბერი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N380-ის მიმდებარედ არსებული 565,0 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შემდგომში შპს „ირინას“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მონაცვლეობის მიზნით. პროექტის მიღება განპირობებული იყო ქ. ბათუმში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს მიმდინარე „ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი -გონიოს ხიდი) მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით.
საკრებულოს წევრთა მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჰასან ჰელიმიშის ქ. N1-ში მდებარე არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შემდგომში იქ მცხოვრები ოჯახებისთვის საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით.
საკრებულომ მოიწონა წინადადება „შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც კომპანიას აღნიშნული უფლება გადაეცემა 20 წლის ვადით.
სხდომაზე ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში, ასევე, განისაზღვრა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური.
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები. განკარგულებით დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე კომპანიებს კონკრეტული ტერიტორიების შესაბამისად განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა დაევალათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 41
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები