ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა მოქალაქეებთან ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში
02 დეკემბერი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა - ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ დღეს ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მოქალაქეებმა ძირითადად ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს, ასევე ისაუბრეს ეზოებში წყლისა და წყალარინების სისტემასა და სხვადასხვა ტიპის სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ბათუმის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 84
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები