ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
03 დეკემბერი 2019
 

სამი დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითიში“, ტრადიციულად, ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის თაობის“ ჩართულობით დაიგეგმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და ბათუმის მერის მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან ერთად დაესწრო.

ბათუმის N26 საჯარო სკოლაში, სადაც ინკლუზიური სწავლების ცენტრი ფუნქციონირებს, 40 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს. ცენტრში მოქმედებს სახელოსნოები, მოსწავლეები მუშაობენ თიხაზე, ბატიკაზე, თექაზე, ქსოვენ გობელენს, ამზადებენ სუვენირებს და ხვეწენ სახვითი ხელოვნების უნარებს. მოსწავლეების მთავარ აქტივობას წარმოადგენს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.
შშმ მოსწავლეთათვის N26 საჯარო სკოლის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. სკოლის ბალანსზეა სპეციალური ავტობუსიც, რომელიც ადაპტირებულია შშმ ბავშვებისათვის.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1733
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები