ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
03 დეკემბერი 2019
 

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს “ ამ თემაზე საჯარო ლექცია დღეს ა(ა)იპ შ.შ.მ პირთა უფლებებისათვის დამფუძნებელმა თაზო მჟავანაძემ, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში წაიკითხა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს ამ დღის აღნიშვნის მიზანი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით უამრავი ღონისძიება ხორციელდება, შშმ პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვენელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მიმართ.

ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 369
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები