ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პროექტის პრეზენტაცია
03 დეკემბერი 2019
 

ქ. ბათუმის დემოკრატიული ჩრთულობის ცენტრში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის ხუთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სამედიცინო ჯგუფმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით 25 სასოფლო სკოლასა და პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) 10 დაწესებულებაში განახორციელა WASH-ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოახდინა სკოლების პერსონალისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში დამზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები, რომლის მიზანიც აჭარაში WASH ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქცევითი სტანდარტების შეცვლის წახალისებაა.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, პროექტი კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 74
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები