ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ვახტანგ ღლონტის საიუბილეო საღამო
04 დეკემბერი 2019
 

ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღლონტის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე დღეს აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.

ვახტანგ ღლონტს იუბილე მიულოცეს და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კოლეგებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.
ვახტანგ ღლონტს დღეს „რჩეული“ შემოქმედის წოდება მიენიჭა და გადაეცა მემედ აბაშიძის სახელობის პრემია. იგი ასევე, არის საპატიო ბათუმელი, მინიჭებული აქვს ალტერნატიულ მწერალთა გაერთიანება „გულანის” და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები. ვახტანგ ღლონტი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია, მისი პირველი პოეტური კრებული სტუდენტობის პერიოდში გამოიცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1796
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები