ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს სხდომა
11 დეკემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ცვლილება, ასევე გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის ედნარ ნატარიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 5,433,4 ათასი ლარით იზრდება.
კომისიის წევრებმა მოიწონეს საკრებულოს განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი 2019 წლისათვის განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩამონათვალის თაობაზე. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
სხდომაზე საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე, რომელთაგან ერთი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემას.
საკრებულოს სხდომას ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, ქალაქის თვითმმართელობის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2003
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები