ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 იანვარი 2020
 

საკრებულომ 2020 წლის პირველი სხდომა გამართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალე ბათუმში ზურაბ გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში ზურაბ გორგილაძის ბიუსტი განთავსდება.
საკრებულოს წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიენების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ტექნიკური დავალების მოწონების შესახებ, განკარგულების პროექტი დაამტკიცეს და „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკრებულოს განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განისაზღვრა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში აშენებული ბინის 1კვ.მ. ფართის ღირებულება საერთო სარგებლობის ფართთან და წილობრივ მიწასთან ერთად, რომელიც 1083,23 ლარს შეადგენს , ბინის გამოსყიდვის ვადა კი 15 წელია.
აპლიკანტი ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს, მისი შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას. ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახისთვის 1200,0 ლარს, 2 სულიანისთვის 1800,0 ლარს, 3 სულიანისთვის 2400,0 ლარს, ხოლო 4 და მეტ სულიანისთვის 3000,0 ლარს (ხელფასის შემთხვევაში იგულისხმება ხელზე ასაღები თანხა)
ამ დროისთვის ი.ჯავახიშვილის ქ.N78ბ-ში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში აშენებულ კორპუსებში, პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, 40 საცხოვრებელი ბინა იქნება მზად.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დადგენილების პროექტში ცვლილება განიხლეს, რომლის მიხედვით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობისას - 0,15 ლარიანი შეღავათით ისარგებლებენ, აქამდე აღნიშნული შეღავათით პედაგოგებთან ერთად სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები სარგებლობდნენ. ასევე, დაამტკიცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ და „საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა“ ფარგლებში პროექტების დაფინანსების საკითხი.
დღესვე, სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს, პროექტის მიხედვით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ შექმნის შედეგად, გაერთიანდა ყველა კერძო სამართლის იურიდიული პირის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული ყველა საზედამხედველო ფუნქცია. გამომდინარე აქედან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხიდან ამოღებულ უნდა იქნას სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ყველა ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლებიც ასრულებენ მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებულ ყველა საზედამხედველო ფუნქციას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1978
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები