ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კვლევის პრეზენტაცია
11 თებერვალი 2020
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ბათუმის ვიცე-მერთან ჯაბა ტუღუშთან ერთად ბათუმის ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, დეტალური პროექტი ექვსი თვის განმავლობაში შემუშავდება და ამის შემდეგ დაიწყება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის ე. წ. ჭკვიან სისტემაზე მუშაობა. პროექტს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW აფინანსებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განსახორციელებლად, დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას. აღნიშნული პროექტის მიზანია:
- სატრანსპორტო საშუალებებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე მოთხოვნის შემცირების გზით ქალაქ ბათუმში გამოწვეული ჰაერის დაბინძურების და სათბური ემისიების შემცირება;
- კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისების მონიტორინგის ჭკვიანი სატრანსპორტო კონტროლის სისტემის საშუალებით უზრუნველყოფა;
- ქალაქში გაზრდილი მობილობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოქალაქეებისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო, კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზება ქალაქის მაგისტრალურ ხაზებზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეითებისთვის, ასევე, ველოსიპედით მოსარგებლეებისთვისაც. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაიგეგმა სატრანსპორტო მობილობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA ახორციელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 67
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები