ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალგაზრდული ფორუმი
22 თებერვალი 2020
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრები და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან და ქალაქ თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრნენ.

ახალგაზრდული ფორუმი - „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმის მერიისა და სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“გაიმართა.

ფორუმი 2018 წლის 12 თებერვალს თბილისში დაფუძნდა. მისი მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა.

ფორუმში 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოების ახალგაზრდა წევრებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1672
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები