ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
#დარჩი სახლში #ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის!
25 მარტი 2020
 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურა ნაკაიძე და საკრებულოს წევრი დავით მახარაძე დღეს სამაჟორიტარო უბანში საბავშვო ბაღებში ნობათების გაცემის პროცესში ჩართნენ.
ზურა ნაკაიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ბათუმის ბაგა-ბაღებში, აღმზრდელობითი პროცესი დროებით შეჩერებულია, რის გამოც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს თითოეული აღსაზრდელის ყოველთვიური ულუფის ოჯახის წარმომადგენლებისთვის გადაცემა.
საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თითოეულ თანამშრომელს, ქვეყნის სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საკუთარი რესურსებით, ამ მძიმე ვითარებაში, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.
საკრებულოს წევრებმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოწოდეს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1658
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები