ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
#დარჩი სახლში #ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის!
09 აპრილი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი პატარიძის ორგანიზებით, ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში სასურსათო პროდუქტების შეფუთვა მიმდინარეობს, რომელიც ხვალიდან ამავე უბანში მცხოვრებ 45 ოჯახს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ის ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის დახმარების პროგრამებს მიღმა აღმოჩნდნენ და პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეექმნათ. აღნიშნულმა ოჯახებმა დახმარების თხოვნით თავიანთი უბნის მაჟორიტარ დეპუტატს პირადად მიმართეს. ამ ოჯახების დახმარებისთვის პროდუქტების შეძენა ირაკლი პატარიძემ საკუთარი სახსრებითა და მეგობრების დახმარებით უზრუნველყო. ამანათების დარიგება ხვალიდან დაიწყება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 295
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები