ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
28 მაისი 2020
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა იმ ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომელთა შეტანაც „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილებაში იგეგმება. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ცვლილება ხორციელდება ქალაქ ბათუმში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ერთეულებზე (N05.21.01.031; N05.21.01.030; N05.21.01.029; N05.21.01.018; N05.21.20.079; N05.21.20.070; N05.21.20.071; N05.21.20.084; N05.21.20.082; N05.21.21.015; N05.21.20.053; N05.21.20.076; N05.21.20.056; N05.21.20.087) შპს ,,ბათუმი რივიერა’’-ს განცხადების საფუძველზე დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში. დაგეგმილი ცვლილება ეხება გენგეგმით დადგენილ ფაზა 1,2,3-ით განსაზღვრულ T1, T2, T3 შენობების ფუნქციის ცვლილებას, დასაგეგმარებელი მოცულობის ნაწილში, თავდაპირველად განსაზღვრული საცხოვრებელი ფუნქციის ჩანაცვლებას სასტუმროს ფუნქციით.

კომისიის წევრებმა ზემოაღნიშნული საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 29 მაისს, 11 საათზე, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 245
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები