ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
28 მაისი 2020
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი სამართლებრივი აქტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს.

კომისიამ სხდომაზე წარმოდგენილ სამ პროექტზე, რომლებიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს ეხებოდა, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასკვნა გასცა, ასევე, სამართლებრივად დადებითად შეაფასა „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილებასა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის საზღაურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №6 განკარგულებაში ცვლილების შეტანა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1713
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები