ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების გაერთიანებული სხდომა
29 ივნისი 2020
 

ბათუმის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

კომისიების წევრებმა იმსჯელეს ,,ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს თამარის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N05.30.20.012-ზე) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით დადგენილების მიღებას. პროექტის მიზანია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ტერიტორია მდებარეობს საზოგადოებრივ საქმიან ზონა 1-ში. დაგეგმილი მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და იგი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. განმცხადებელი ,,შპს ,,ბათუმი ცენტრალია“.

სხდომაზე ასევე, განიხილეს ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები, იმსჯელეს ბათუმში, სვიშევსკის ქ. N1-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის თაობაზე, ასევე, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის N4 დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1709
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები