ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში შინდისთან დაღუპული გმირები გაიხსენეს
11 აგვისტო 2020
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს შინდისის გმირების სახელობის სკვერში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საკრებულოს წევრებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, მთავრობის, თვითმმართველობისა და საზოგადობის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე შეკრებილებმა შინდისში დაღუპული 17 გმირი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მათივე სახელობის სკვერში, ტრადიციულად, 17 ხის ნერგი დარგეს.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში 2016 წლის აპრილში გაიხსნა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1832
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები