ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს წევრებმა ტურნირის მონაწილეები დააჯილდოეს
02 სექტემბერი 2020
 

ბათუმის ბულვარის სპორტულ მოედანზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბსუ-ს ადმინისტრაციის, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის, ბათუმელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მინი საფეხბურთო ტურნირი „შაქარას თასი - 2020“ ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებულ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუსტალის გუნდს საკრებულოს წევრებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

ბსუ-ს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით, დაწესდა გიორგი შაქარაშვილის სახელობის 100-ლარიანი სტიპენდია, რომელიც გადაეცა ბსუ-ს გუნდის წევრს, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტს გუგა ბუღგალცერს.
ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის სახელობის პირველობა ბათუმის ბულვარის სპორტულ მოედანზე, 30-31 აგვისტოს ჩატარდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1681
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები