ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
03 სექტემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში საკრებულოს წევრმა არჩილ მამულაძემ, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა, განცხადება გააკეთა პარტიის დატოვების შესახებ და აღნიშნა, რომ დღეიდან საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობის გამოყენებას ითვალისწინებს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია და განისაზღვრა სტენდების დასადგმელი ზონები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობის და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1787
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები