ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
15 ოქტომბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ის ცვლილებები, რომელთა შეტანაც იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესში, ასევე, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში. კომისიამ ასევე იმსჯელა ,,ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულებაში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიღების მიზანს ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და სამარშრუტო ქსელის მოქალაქეზე მორგება წარმოადგენს.
კომისიამ განიხილა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მირიან მეტრეველის მიერ წარმოდგენილი სამი საკითხი, რომლებიც „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებასა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N25 განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსის ეთერ ლომაძის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტზე, რომელიც ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის საკრებულოს სხდომა, ხვალ, 16 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1870
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები