ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
16 ოქტომბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში, რაც ითვალისწინებს ვადის გადაწევას 2020 წლის 31 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესის შემოღების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, რის შემდეგაც გაუმჯობესდება ქალაქის იერსახე და ასევე გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები გადასახადის გათავისუფლების ნაწილში.

სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა, ასევე, ცვლილება შევიდა საკრებულოს დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის განახლებული მარშრუტები. საკრებულომ დღესვე ცვლილებები შეიტანა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესში, ასევე, - სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში. ცვლილება შევიდა „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის №24 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელდება სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის მიზნით კონცეფციის დამტკიცების საკითხს.
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომისიის, ასევე, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის განახლებული პერსონალური შემადგენლობები.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა, რომლის პროექტიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გავლით შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) დააფინანსა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2197
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები