ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
27 ნოემბერი 2020
 

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, რომელმაც საზოგადოებას 31 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სხდომა განცხადებების შემდეგ დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა.

საკრებულოს წევრებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულება დაამტკიცეს. რომლის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 2101,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.23.03.015) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N1 (შადრევნი), მოვლა-პატრონობის მიზნით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

დღესვე სხდომაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში ცვლილებები შეიტანეს.
ასევე გადაწყდა, მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემას ეხებოდა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) სამუშაოები. იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის გაფართოებისათვის საჭირო ხდება შპს „ბბ ბალავარი“-ს საკუთრებაში არსებული, 340,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ალექსანდრე ჩხაიძის (ყოფილი პარიზის კომუნის) ქუჩის მომიჯნავე ნაწილის, 72,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყენება. შპს „ბბ ბალავარი“-ს მიერ განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული 340,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.24.105) გაყოფა და იგი დარეგისტრირდა ორ საკადასტრო ერთეულად: №05.29.24.106 - 268,0 კვ.მ. და №05.29.24.107 - ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის გაფართოებისათვის საჭირო 72,0 კვ.მ.

დღესვე სხდომაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ დადგენილება დაამტკიცეს.

რიგგარეშე სხდომას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 157
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები