ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
10 დეკემბერი 2020
 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღეს სხდომაზე თერთმეტი საკითხი განიხილა. კომისიის წევრებმა ძირითადად COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრეს.
წარმოდგენილი პროექტებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
გარდა ამისა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პირებს (დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიულ პირები და ინდ. მეწარმეები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებენ (შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა ან სხვ.), შესაბამისად, არ წარმოქმნიან ნარჩენებს.
ასევე, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირთათვის საფასური მცირდება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში. შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით.
შეღავათი გავრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება-შეზღუდვებზეც დეკემბერისა და იანვრის განმავლობაში და ამ შემთხვევაში წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის (დეკემბერი, იანვარი) გადასახდელი თანხის ოდენობა.
აღნიშნული შეღავათების მიღების მიზნით, საჭიროა შესაბამისი შინაარსის განცხადების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 1-ელ მაისამდე.
აგრეთვე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით ვადა გადაიწევს 2021 წლის 1-ელ აპრილამდე. აღნიშნული წესი მოაწესრიგებს გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელ საკითხებს.
კომისიამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარსადგენად 10 საკითხი გაიტანა, ერთი საკითხი, კი უკეთ შესწავლის მიზნით მოხსნა დღის წესრიგიდან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1840
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები