ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
21 დეკემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 151 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ჯამში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 68 879 200 ლარი მოხმარდება, მათ შორის, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემის სერვისის განვითარებას - 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას - 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 19 642 100 ლარი.
მომავალი წლის ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 15 909 900 ლარი დაიხარჯება. პროგრამები და ქვეპროგრამები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ეპიდსიტუაციების მართვის მიმართულებით შემუშავებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავადობის პრევენციის და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისათვის იზრდება როგორც ბენეფიციართა რაოდენობა 4500- მდე, ასევე რაოდენობაც.
მომავალი წლის ბიუჯეტიდან განათლების სფეროს დაფინანსებას 15,377.0 ათასი ლარი მოხმარდება, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროში გასამართ ღონისძიებებზე კი 12,106.4 ლარი დაიხარჯება.
45 900 000 ლარი ბათუმის ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატა, რომელიც, ძირითადად, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბიუჯეტის ასიგნებები ძირითადად ორ მიმართულებას - ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალური მიმათულებებს მოხმარდება. როგორც არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, „2021 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეებსა და ბათუმზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელიც პასუხობს COVID 19-ის გამოწვევებს და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი“.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ლაშა სირაბიძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად უფლებამოსილების ცნობის გამო.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 86
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები