ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომა
22 დეკემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, შემცირდა გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლები. შესაბამისად, ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულებების მაჩვენებლების გათვალისწინებით, კორექტივები შედის ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. სხდომაზე წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით , ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები - 4,790,470 ლარით მცირდება, ხოლო გადასახდელები - 4,790,470 ლარით.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, დ.თავდადებულის ქ. №61-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი. განკარგულების პროექტის მიხედვით, დ. თავდადებულის ქ. #61-ში მდებარე 2755,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: 05.28.05.007) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცემა ახალი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, კერძოდ, შემდგომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის მიზნით.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების თაობაზეც. განკარგულების პროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები, განკარგულების პროექტით განსაზღვრული პირობებით, გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავთ 7 (შვიდი) და მეტი შვილი.
კომისიამ ასევე განიხილა, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი. განკარგულების პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ოთხი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 23 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 56
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები