ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ანონსი
28 დეკემბერი 2021
 

ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გამართვის შესახებ

 

საკრებულოში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მიერ საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა წერილობითი მოთხოვნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, შემდეგი დღის წესრიგით:

1. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №26 დადგენილების ბათილად ცნობა.

ვინაიდან მოცემულ ეტაპზე საკრებულოს თავმჯდომარე არ არის არჩეული, შესაბამისად ვერ მოხდება თავმჯდომარის მიერ სხდომის მოწვევა, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს - საკრებულოს სხდომას წარმართავს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი წევრი, ხოლო სხდომის ორგანიზებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (შეკრება) ჩატარდება 2021 წლის 30 დეკემბერს, დღის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.№19/32 სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მესამე სართული საკონფერენციო დარბაზი N330.

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 

დანართი 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1758
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები