2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
საკრებულოს სხდომა
12 აპრილი 2022
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მოწვეული დღევანდელი საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა. სხდომას არ დაესწრნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი.
სხდომის დღის წესრიგი საკრებულოს გამოკლებული წევრის ნინო ბაციაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ახალარჩეული საკრებულოს წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობასა და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ითვალისწინებდა.
რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად, სხდომის გასახსნელად 35 წევრიან საკრებულოში მინიმუმ 18 წევრის შეკრებაა საჭირო.
მნახველთა რაოდენობა: 321
ბმულები