ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს სხდომა
30 მაისი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გონიო–კვარიათის, ადლია–აეროპორტისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დამოუკიდებელი წევრის, ირაკლი თავდგირიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ხოლო მოადგილეების პოზიციები ნატალია ზოიძემ და ზურაბ ნაკაიძემ დაიკავეს.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განსაზღვრეს და დაამტკიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
სხდომის დასაწყისში პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ ოფიციალურად გააკეთა განცხადება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც საკრებულომ ცნობად მიიღო.
საკრებულომ ასევე ცნობად მიიღო პარტია ,, გახარია – საქართველოსთვის" წარმომადგენლის ნინო ბაციაშვილის განცხადება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
სხდომას არ ესწრებოდნენ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
სხდომაზე კენჭი უყარეს დღის წესრიგში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დღესვე აირჩევენ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს.
შესვენების შემდგომ, სხდომა 15:00 საათზე განახლდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1368
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები