ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალი სკვერის მოწყობა
18 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სკვერში უკვე მოწყობილია ბორდიურები, ფილები და სანიაღვრე არხი. მიმდინარეობს განათების სისტემის მონტაჟი. დაგეგმილია, საბავშვო ატრაქციონების, სპორტული ტრენაჟორების, საბაღე სკამებისა და ფანჩატურების განთავსება.
სამუშაოების ღირებულება 263 ათას ლარს აღემატება. სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1638
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები