ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
22 აგვისტო 2022
 

დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა განახლებულ სხდომათა დარბაზში გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.
პირველ საკითხად, საკრებულოს წევრებმა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმა დაამტკიცეს. სსიპ ბათუმის ბულვარმა გეგმის პროექტზე მუშაობა 2022 წლის თებერვალში დაასრულა, იგი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და დამხმარე სახელმძღვანელო დოკუმენტს. აღნიშნული პროექტის მიღების მთავარი მიზანი იყო ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავება და განაშენიანების გეგმის დოკუმენტის მომზადება მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით. ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებისა და მიღების ეტაპზე ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებისგან შემდგარი კომისია.
დღესვე სხდომაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტიც მიიღეს. პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში და მოიცავს შ. რუსთაველის და ე. ნინოშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალს, რომელზეც განთავსებულია მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: 05.23.01.001, 05.23.02.020, 05.23.02.025 და 05.23.02.004. დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების მრავალსართულიანი შენობების განთავსება. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=16,0-მდე, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროებს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას.
მორიგ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ საკითხებიც დაამტკიცეს.
წარმოდგენილი საკითხების, მიხედვით დაბა მახინჯაურში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (05.34.22.539 1კვ.მ) მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს გამოყენებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა №005129522, 28.07.2022 წ. დასკვნის შესაბამისად 1 კვ.მ მიწის საპრივატიზებო ღირებულება 500,0 ლარი; საიჯარო ქირა 5%- 25,0 ლარი. საბოლოოდ 1 კვ.მ მიწის წლიური საიჯარო ქირა კი 30,0 (ოცდაათი) ლარით განისაზღვრა.
სხდომაზე, ასევე მიიღეს ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე №05.32.06.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 17932.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეფასებაზე დასკვნა (№003980321, 10.06.2022 წ.) დასკვნის შესაბამისად 1 კვ.მ მიწის საპრივატიზებო ღირებულებაა 107,0 ლარი; სარგებლობის საფასური 5% - 5,35 ლარი. საბოლოოდ 1 კვ.მ მიწის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა 6,0422 ლარით. შესაბამისად №05.32.06.175, №05.32.06.176, №05.32.06.179 და №05.32.06.185 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ჯამის 49 651 კვ.მ მიწის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა 300 000 ლარით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალე ბათუმში, დემეტრე თავდადებული ქ. N-33-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი ტრავმატოლოგ-ორთოპედის, ასევე მრავალი გამოგონების ავტორისა და სპორტის ოსტატის დურსუნ ჩერქეს-ზადეს მემორიალური დაფა განთავსდება.
ხოლო, 26 მაისის ქ.N-45-ში არსებულ სახლზე თორნიკე კიპაროიძის მემორიალური დაფა. 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბათუმის განყოფილების თანამშრომელი იყო, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. იგი მუშაობდა სახანძრო,სამაშველო ძალებში და დაჯილდოებულია მედლით-სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1422
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები