ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს სხდომა
14 სექტემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულოს აპარატს 13 სექტემებერს მიმართა. სხდომის დღის წესრიგი „ბათუმის კინო-ფესტივალ „ბიაფის“ მხარდასაჭერად, მის შეუფერხებლად ჩასატარებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მიღებას ითვალისწინებდა.
საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად, სხდომის გასახსნელად მინიმუმ 18 წევრის შეკრებაა საჭირო.
სხდომას არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა შეკრება სხდომის გასახსნელად არასაკმარისი აღმოჩნდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 966
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები