ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეები“ აღინიშნება
24 სექტემბერი 2022
 

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეები“ აღინიშნება. ღონისძიებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ქართული დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ტრაპიზონის გუბერნატორთან, ისმაილ უსტაოღლუსთან და ტრაპიზონის მერთან, მურათ ზორლუოღლუსთან.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების განახლებულ აქტს.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.
ბათუმსა და ტრაპიზონს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის და ,,ბათუმის დღეების“ აღსანიშნავად სპეციალური საფოსტო მარკა დაიბეჭდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 838
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები