ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
28 ნოემბერი 2022
 

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთვის" გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით საკრებულოსგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
როგორც განკარგულების პროექტშია აღნიშნული, გამოსაცხადებელი ტენდერის საერთო ღირებულება აღემატება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს, რაც მუნიციპალიტეტის მერიას კანონმდებლობით აკისრებს საკრებულოსგან თანხმობის მიღების ვალდებულებას.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 29 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 174
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები