ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
24 იანვარი 2023
 

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს სხდომაზე, ლუკა ასათიანის ბათუმის ქალაქისთავად არჩევის დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ღონისძიების გამართვის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილა.
პროექტი ითვალისწინებს, ყოველი კალენდარული წლის 25 იანვარს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ლუკა ასათიანის ბათუმის პირველ ქალაქისთავად არჩევის დღესთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გამართვას.
საკრებულოს წევრებმა, წარმოდგენილ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 60
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები