ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
24 იანვარი 2023
 

დღეს საკრებულოში გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
25 იანვარს დადეგმილ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ განკარგულებების პროექტებზე იმსჯელებენ.
ასევე, განიხილავენ ქალაქ ბათუმში, ვახტანგ შამილაძის ქუჩა N30-ში მდებარე შპს „ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.26.28.053) მშენებარე საგანმანათლებლო კომპლექსის მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად მიჩნევის თაობაზე განკარგულების პროექტს და ლუკა ასათიანის ბათუმის ქალაქისთავად არჩევის დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ღონისძიების გამართვის შესახებ დადგენილების პროექტს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 843
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები