ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა
10 აპრილი 2023
 

ბათუმის საკრებულოს წევრთა ინიციატივით, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გაიმართა.
საანგარიშო პერიოდში:
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემოსულობების ნაწილში შესრულდა 100 პროცენტით, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 83,9 პროცენტით.
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 266 189,4 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი – 266 134,2 ათასი ლარი.
ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 293 999,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ – 246 557,3 ათასი ლარი.
2022 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
  •  განათლება;
  • კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
  • ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
  • ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარება;
  •  მუნიციპალური სერვისების განვითარება.

მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყველიტებას ბათუმის საკრებულო, რეგლამენტის შესაბამისად, პირველ მაისამდე საკრებულოს სხდომაზე მიიღებს.
 მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულია საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: იხ:https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1203

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 742
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები