ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სამუშაო შეხვედრა
22 ივნისი 2023
 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიზნით, საკრებულოში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიხედვით, მომზადდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის 2023-2025 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული გეგმის მომზადება მიზნად ისახავს საკრებულოს კომისიის მანდატის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას. სტრატეგიული დოკუმენტი ასევე, ხელს შეუწყობს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებას, კომისიის ინსტიტუციურ გაძლიერებას, საბიუჯეტო პროცესში კომისიის როლის გააქტიურებას, საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას და სხვა.
სტრატეგია ეფუძნება კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებულ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს როგორიცაა, კომისიის ინსტიტუციური განვითარება, საბიუჯეტო პროცესში ჩართულობა, საზედამხედველო საქმიანობა, საკრებულოში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა.
სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა საჭიროებათა კვლევის საფუძველზე მომზადდა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია PMCG-ის ექსპერტი ნინო ლოლაძე უძღვებოდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 651
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები