ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
27 ივნისი 2023
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხიდან, 13–ზე მიიღეს გადაწყვეტილება. ერთი საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით დღის წესრიგიდან ამოიღეს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი ეხება მდგრადი განვითარების სამ განზომილებას − ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. იგი წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ადგილობრივ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც ბათუმის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საქმიანობის დაგეგმვას 2030 წლამდე. მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვისა და მათი შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივი საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ასევე, ჩართული იქნებიან ყველა დაინტერესებული მხარე საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორებიდან;
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში, კონკრეტულად, დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში, რომლის შესაბამისადაც პირისთვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე - „inspection.batumi.gov.ge“, შესაბამის ველში;
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ ორ საკითხს, რომელთა მიხედვით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, კახაბრის დასახლებაში მდებარე 76,00 კვ.მ. და 122,00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (ს.კ. 05.32.14.277 და ს.კ. 05.32.14.278), ამასთანავე, ქალაქ ბათუმში, ბ.ნ.ქ.-ის ტერიტორიაზე მდებარე 348,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 22.22.15.336), გადაეცემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში, შემდგომში მისი სს ,,ენერგო პრო ჯორჯია“-ზე პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადასაცემად, ძაბვის ქვ/ს-ის ტერიტორიის გაფართოების მიზნით. მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა მოხდება სიმბოლურ ფასად, იმ პირობით, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) წლის ვადაში კომპანია უზრუნველყოფს არსებული ქვესადგურების რეკონსტრუქციას;
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომლის მიხედვითაც განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ
საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა ერთი ობიექტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას – ორი ობიექტი;
საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის ფორმით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, შემდგომი განკარგვის მიზნით. მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს გამოყენებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (№003475923, 23.05.2023 წ.), რომლის შესაბამისადაც 05.32.18.074 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 801,88 ლარს, საიჯარო ქირა 5% - 40,09 ლარს; საბოლოოდ, საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია 1 კვ.მ მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს არანაკლებ 5%-სა, 45,0 ლარით;
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დავით აღმაშენებლის ქუჩა N3-ში, მე-4 სართულზე მდებარე 71,0 კვ.მ. ფართის N39 ბინა (ს.კ. 05.25.05.017.01.039) და ქალაქ ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-ში, მე-11 სართულზე მდებარე 44,0 კვ.მ. ფართის N1120 ბინა (ს.კ. 05.25.05.006.01.01.1120) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას გადაეცა საკუთრებაში შემდგომში ავარიული სახლებიდან გაყვანილი მოქალაქეებისათვის პირდაპირი წესით განკარგვის მიზნით;
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხაში. კერძოდ, განხორციელდა ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტის საშტატო ერთეულის დასახელების ცვლილება. აღნიშნულ საშტატო ერთეულს მოეხსნა იურისტის დასახელება და ჩამოყალიბდა მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციად. ასევე, ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ერთ პოზიციას შეეცვალა დასახელება და ჩამოყალიბდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტის პოზიციად;
საკრებულომ დაამტკიცა ქ. ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. კერძოდ, საკითხი ეხება თამარ მეფის გამზირი ქ. N62ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კN N05.34.23.050 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის მიზნით შპს ,,გრინ ქეიფ რეზიდენსის’’ მიერ წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციას. ამასთანავე, განკარგულებით, შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსს’’ (ს/N446987725) განემარტა, რომ იგი ვალდებულია დაიცვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2023 წლის 19 ივნისის N 01-01-10/3252 წერილით დადგენილი პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში დამტკიცებული განაშენაინების დეტალური გეგმა გამოცხადდება ძალადაკარგულად;
სხდომაზე ასევე დაამტკიცეს ქალაქ ბათუმში, N05.26.01.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა, ხოლო შპს „ჯი.არ.აის“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვრება საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.117) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 10 %-ის ოდენობით, საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შორის, სხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემით);
სხდომაზე მხარდაჭერილი იქნა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციია ქ. ბათუმში, მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.32.03.215; N05.32.16.239; N05.32.03.101; N05.32.16.227; N05.32.16.228; N05.32.16.230; N05.32.16.242. აქაც კომპანიის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვრა საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.117) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 10 %-ის ოდენობით, საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შორის, სხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემით);
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ვაჟა–ფშაველას და დავით კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ სახლზე – იზოლდა სამსონიას, ხოლო, ვაჟა–ფშაველას ქ. N7–ში არსებულ საცხოვრებელ სხლზე გურამ ჩიგოგიძის სახელობის მემორიალური დაფები განთავსდება.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 756
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები