ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
14 ივლისი 2023
 

ც ნ ო ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) მიმდინარეობს 2023 წლის 21 ივლისის დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:

 


საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)

 


დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 21 ივლისს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2023 წლის 21 ივლისი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები