ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია
19 ივლისი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. საკრებულოში წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიართულებით ცვლილებები იგეგმება ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში, კერძოდ:
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურების დაფინანსება იზრდება 50 300 ლარით, ქვეპროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით;
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის დაფინანსება იზრდება 112 000 ლარით, ბენეფიციართა რაოდენობის ზრდის შესაბამისად;
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის დაფინანსება იზრდება 399 800 ლარით, გაკვეთილების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით;
იზრდება მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალაური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა, კერძოდ, ბათუმში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციართა მატერიალურ დახმარებას - 300 ლარს, ყოველთვიურად კიდევ 5 ბენეფიციარი მიიღებს;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება იზრდება 1105700 ლარით ბენეფიციართა (მგზავრთა ნაკადის) ზრდის გათვალისწინებით;
მუნიციპალური უფასო სასადილოს დაფინანსება იზრდება 53 132 ლარით თანამშრომლებისთვის საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურების და ოთხ მუნიციპალურ სასადილოში სარემონტო სამუშაოების წარმოებისა და ინვენტარის შეძენის მიზნით;
დროებითი ღამის თავშესაფრის დაფინანსება იზრდება 65 400 ლარით თავშესაფრის შენობის ქირის წლის ბოლომდე უზრუნველყოფის, კომუნალური ხარჯების დაფარვის, სამედიცინო მომსახურებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების მიზნით.
საკრებულოში წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, ბათუმის ბიუჯეტი 23 მლნ 200 ათასი ლარით იზრდება.
შესაბამისი ცვლილების პროექტს ბათუმის საკრებულო 21 ივლისს ჩანიშნულ მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე Neriman Tsintsadze ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1006
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები