ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ტრენინგი
27 სექტემბერი 2023
 

საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“:- თემაზე ტრენინგი, ბათუმის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
ორდღიან ტრენინგს ბათუმის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგი ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩაატარა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, შეიმუშავა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია ბათუმის მიმდინარე მოწვევის საკრებულოს მიერ საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო, ანგარიშში ასევე, მოცემულია ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 463
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები