ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
28 სექტემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი საინჟინრო და საპროექტო გზების ნაწილში.
ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომლის შეტანაც იგეგმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესში. წარმოდგენილი ცვლილების მიღების მიზეზია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საგამონაკლისო წესით დაშვებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხებთან დაკაშირებით, რეგულაციების დაკონკრეტება.
სხდომაზე ასევე განიხილეს, განკარგულების პროექტი, რომლითაც იგეგმება კანონით განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პროექტის განხორციელებით მიიღწევა რამდენიმე მიზანი: მოხდება ქ. ბათუმში, ივანე მესხის ქ. N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე N05.32.10.346 მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ათვისება და ამ სახლში მაცხოვრებელი ადამიანების დაკმაყოფილება და მეორე, ქალაქ ბათუმში, დასახლება ანგისაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე N 05.32.13.427; 05.32.13.427; 05.32.13.101; 05.32.13.374, 05.32.13.033, N05.32.13.014; 05.32.13.332 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, სადაც არსებული ქალაქმშენებლობთი პირობებიდან გამომდინარე შესაძლებელია ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება, მოხდება კოეფიციენტის გაზრდა 15,0-მდე. აღნიშნულის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მშენებლობის ნებართვის აღების პარალელურად, საკუთრებაში გადაეცემა შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით, რომელიც გამოყენებულ უნდა იყოს სოციალური მიზნით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 29 სექტემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 709
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები