ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საერთაშორისო გამოფენა ,,AGRO BATUMI - 2023"
06 ოქტომბერი 2023
 

აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა ,,AGRO BATUMI - 2023" გაიხსნა. GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ქართული და უცხოური კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინვენტარი, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, მეცხოველეობისა და სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი. გამოფენაში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი ქართული კომპანია, ასევე დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები მონაწილეობენ.
"AGRO BATUMI 2023“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბათუმის საკრებულოს წევრების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ორდღიანი გამოფენა, აგრობიზნესმენებს ინოვაციური ტექნოლოგების გაცნობის, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების წამოწყების შესაძლებლობებს აძლევს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 415
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები