ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ტრენინგი
12 დეკემბერი 2023
 

GRB- გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება- იყო ტრენინგის მთავარი თემა, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ბათუმის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა.
ტრენინგის მიზანი საბიუჯეტო პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობის შესახებ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დატრენინგებაა, რათა მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ პროგრამული ბიუჯეტირებისას გენდერული ასპექტების გათვალისწინება.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად ადგილობრივ თვითმმართველობებს უდიდესი როლი აკისრიათ, რადგან სწორედ მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების კეთილდღეობა.
აღნიშნული ტრენინგი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 292
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები