ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
31 იანვარი 2024
 

ბათუმის საკრებულოში გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები დაამტკიცეს.
დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტთან (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონებისა, რომლებშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება 2023 წლის 4 აპრილს შევიდა. ცვლილების მიზანი იყო დასახლებათა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში, საწყისი ეტაპიდან სავალდებულო წესით გამწვანების კომპონენტის გათვალისწინებით. კოდექსში შეტანილი ცვლილებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა, სავალდებულო გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე, უზრუნველყო საქართველოს მთავრობის დადგენილებების ზემოხსენებულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ადგილობრივ დონეზე გამწვანების პროექტის აღსრულების მექანიზმის დანერგვას უკავშირდება.
სხდომაზე ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე, განკარგულებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური საფასური.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, პეტრე მელიქიშვილის ქ. N102-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა უსასყიდლოდ, შემდგომში მისი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, იმედაიშვილის ქ. N22-ში მდებარე სახლზე - დუგლას ზამთარაძის, მემედ აბაშიძის ქ. N53-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე - მუსტაფა ჩახვაძის, ხოლო, რუსთაველის ქ. N10-ში მდებარე სახლზე რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფები განთავსდება.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 397
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები