ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
23 თებერვალი 2024
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის (2023-20246) 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია (2023-2026წწ.) ყოველწლიურად ითვალისწინებს საკრებულოს მიერ ერთწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. პროექტის მიხედვით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა ასახავს მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობებს, პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც სტრატეგიულ ნაწილში განსაზღვრული ამოცანებისა და მიზნების მიღწევას ემსახურება.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის კორესპონდენცია ოლღა ჟღენტის წერილთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქ.N3-ში მდებარე სახლზე ხასან მიქელაძის მემორიალური დაფის განთავსებას ითვალისწინებს, ასევე, იმსჯელა ბათუმში, მელიქიშვილის ქ. N6-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სერგო მოსესოვის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 26 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 202
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები