ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება
29 თებერვალი 2024
 

ნანეიშვილის ქუჩაზე, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს წევრებთან და ქალაქის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
ნანეიშვილის ქუჩაზე ბაღის მშენებლობისთვის 4 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი სართულის სვეტების მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოში განთავსდება სპორტული მოედანი და ატრაქციონები, დაიგება მწვანე საფარი და მოეწყობა განათების სისტემა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 118
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები