ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
25 მარტი 2024
 

საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, სოფიო მიქელაძემ 2024 წლის მიზნობრივ პროგრამებსა და მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
კომისიაზე აღინიშნა, რომ მომართვიანობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ გაიზრდება შაქრიანი დიაბეტითა და აუტისტური სპექტრის ბენეფიციართა რაოდენობა. ონკოპაციენტებისთვის კი უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი დამატებითი ღონისძიებების შექმნას და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების მობილიზებას გეგმავს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 222
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები