ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა
26 მარტი 2024
 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მერს თანხმობა მიეცა ევროკავშირის „Interreg NEXT Black Sea Basin“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მოპოვებული გრანტის (119 073,02 ევრო) მიღებასა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომლის მიხედვითაც, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა რამდენიმე ობიექტი.
ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, იოსებ ნონეშვილის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის №გ-15.15233535 განკარგულებაში. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს, ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იოსებ ნონეშვილის ქუჩა №1-ის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1788,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ № 05.30.01.216) გადაცემას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,კომუნა ჰოლდინგის” საკუთრებაში გადაცემის მიზნით, იმ პირობით, რომ მისი საპრივატიზებო ღირებულება - 1 326 912 ლარი, ჩაირიცხება ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, რურუას ქუჩა №1-ის და №1ა-ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის №გ-15.15233536 განკარგულებაშიც. კერძოდ - ქ. ბათუმში, რურუას ქუჩა N1ა-ს მიმდებარედ 637,0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ქ. ბათუმში, რურუას ქუჩა N1-ის მიმდებარედ 334,0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,ტექტო ფრანკო 1”-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ღირებულება, ჯამში 610281,0 ლარი, ჩაირიცხება ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილებაში. კერძოდ, ცვლილება განხორციელდა განაშენიანების რეგულირების გეგმაში (ქალაქ ბათუმში, თენგიზ აბულაძის ქ. N3; N5; N5ა; N5ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.21.01.309; 05.21.01.311; 05.21.01.313; 05.21.01.310; ბარბიუსის ქ. N6-ში - 05.21.01.312; ზღვისპირა ბულვარის - 05.21.20.079; ზღვისპირა პარკი, ნავსაყუდელის ტერიტორია - 05.21.20.071; 05.21.20.070; ზღვისპირა პარკის ტერიტორია - 05.21.20.083; 05.21.20.084; 05.21.20.085; გოგებაშვილის ქ. N1დ; გოგებაშვილის ქ. N1ე-ში 05.21.21.015 მდებარე მიწის ნაკვეთებზე). კორექტირების შედეგად, ხუთი მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად აშენდება - სამი.
საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საგამონაკლისო წესით დაშვებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხებთან დაკაშირებით, რეგულაციების დაკონკრეტებას ითვალისწინებს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქ. N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საზოგადო მოღვაწის ხასან მიქელაძის მემორიალური დაფა განთავსდება.
საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხები, განმარტებით ბარათებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=8&obj=1775

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 292
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები