ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა
17 მაისი 2025
 

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საზეიმო მსვლელობას ოჯახთან, მთავრობის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელძღვანელებთან ერთად შეუერთდა.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და ეროვნული ფასეულობების განმტკიცებისათვის.
საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა მემორიალთან დასრულდა, სადაც სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 34
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები