ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
21 მაისი 2025
 

კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი თავდგირიძესთან ერთად დაათვალიერა.
ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის განხორციელებისთვისაც ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ივლისის ბოლომდე დასრულდება.
ამავე ქუჩაზე წლის ბოლომდე დასრულდება ახალი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ბაღის მიმდებარედ მოეწყობა რეკრეაციული სივრცეც.
პარალელურად, კახაბრის უბანში მიმდინარეობს მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც აგვისტომდე დასრულდება. საერთო ჯამში, 2-კილომეტრიანი გზის მონაკვეთით 800 ოჯახი ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, კახაბრის უბანში საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 34
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები